საინვესტიციო ჰოლდინგი ქისთოუნ ინვესთმენთსი 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ჰოლდინგი ორიენტირებულია კაპიტალის ინვესტირებაზე იმ ბიზნესებში, რომლებიც მდგრადი განვითარების პოტენციალს ფლობენ და ქმნიან რეალურ ეკონომიკურ ღირებულებას გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც კომპანიისთვის, ისე ქვეყნისთვის.
ქისთოუნ ინვესთმენთსი ინვესტირებას ახორციელებს იმ საშუალო და მსხვილ საწარმოებში, რომლებიც ოპერირებენ ეკონომიკის სწრაფად მზარდ სექტორებში, ფლობენ გამორჩეულ ბიზნეს მოდელებს და საჭიროებენ დამატებით კაპიტალს სამომავლო განვითარებისათვის. გარდა ამისა, კომპანია თავად ქმნის ინოვაციურ ბიზნეს მოდელებს და უზრუნველყოფს მათ სტაბილურ განვითარებას.
ქისთოუნ ინვესთმენთსი გამოცდილებისა და ფინანსური რესურსების გაზიარებით ხელს უწყობს ჰოლდინგში შემავალ კომპანიებს, სტრატეგიული გეგმების სწორად განსაზღვრასა და მათ ეფექტიანად განხორციელებაში.
ჰოლდინგის საინვესტიციო პორტფელი მოიცავს ისეთ სექტორებს როგორებიცაა: აგრო, ენერგეტიკა, უძრავი ქონების დეველოპმენტი და მშენებლობა.
ქოსთოუნ ინვესთმენთსის პორტფელში წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტების ჯამური მოცულობა 100 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც ნათლად ასახავს ჰოლდინგის საქმიანობის მასშტაბს, პარტნიორთა მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხსა და კომპანიის მიერ გრძელვადიანი ეკონომიკური ღირებულების შექმნის შესაძლებლობას.