ქისთოუნ აგრო 2021 წლიდან რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მოცვის ბაღს ფლობს, რომელიც 100 ჰექტარ ფართობს მოიცავს. ბაღი სამეგრელოში, სოფელ ზედა ეწერში მდებარეობს.
დაფუძნების დღიდან კომპანიის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის მოცვი, შესაბამისად პირველივე ეტაპზე დიდი დაკვირვებით შეირჩა Fall Creek-ის დაპატენტებული მოცვის პრემიუმ ჯიშები.
კომპანია საერთაშორისო აგრონომებთან თანამშრომლობით მუდმივად იღრმავებს ცოდნას და იყენებს აგრარული სექტორის ისეთ სისტემურ მიდგომებს, რომლებიც უზრუნველყოფს მდგრადი მეურნეობის პრაქტიკასა და მინიმალურ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე.
დღეს ქისთოუნ აგროს ბაღებში 10-მდე სხვადასხვა ჯიშის მოცვია წარმოდგენილი, რომლებიც განსხვავდება გემოს, შენახვის ვადისა და მოსავლის პერიოდის მიხედვით. ეს ჯიშებია: Sekoya Grande, Sekoya Crunch, Sekoya Fiesta, Duke, Suziblue, Miss Alice Mae, Blue Ribbon, Miss Jackie, Top Shelf და Valor.
3 წლიანი აქტიური მუშაობისა და ბაღის მუდმივი განვითარების შედეგად, წელს ქისთოუნ აგრო პირველ მოსავალს გაზაფხულის ბოლოს ელოდება. დაგეგმილია 200 ტონამდე მოცვის მოსავლის მიღება.