ქისთოუნ ინვესთმენთსმა წარმატებით დაასრულა სუპერმარკეტების ქსელ მაგნიტში ინვესტირების ეტაპი, სადაც ფლობდა 30%-იან წილს.
ინვესტიცია განხორციელდა 2017 წელს, რის შემდეგაც ქისთოუნ ინვესთმენთსმა აქტიურად შეუწყო ხელი ქსელის სტრატეგიულ განვითარებასა და ზრდას. ჩვენი როლი გამოიხატებოდა, როგორც კაპიტალის უზრუნველყოფაში, ისე სტრატეგიულ მხარდაჭერაში, რაც მნიშვნელოვანი იყო კომპანიის წარმატებული განვითარებისთვის.
2024 წლის დეკემბერში, ქისთოუნ ინვესთმენთსმა წარმატებით გაყიდა საკუთარი წილი სტრატეგიულ ინვესტორზე და დაასრულა პროექტიდან გასვლის დაგეგმილი პროცესი. ამ ტრანზაქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა კომპანიის უნარი, შეარჩიოს სწორი დრო და სექტორი ინვესტიციისთვის, მიიღოს სტაბილური შემოსავალი და წარმატებით დაასრულოს პროექტი მაქსიმალური ღირებულებით.