ქისთოუნ ფაუერი

ქისთოუნ ფაუერი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, აქტიური და მძლავრი სექტორის - განახლებადი ენერგიის მიმართულებაა ჰოლდინგში.

კომპანიის შესახებ

კომპანია ერთდროულად სამ უდიდეს პროექტს ახორციელებს, საქართველოს მთავრობასთან აღნიშნული პროექტების განხორციელების თაობაზე გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში.

იგოეთის ქარის ელექტრო სადგურის საპროექტო ტერიტორია მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთთან, სამთავისისა და ლამისყანის მიმდებარედ. ენერგეტიკული თვალსაზრისით ტერიტორიის მაღალეფექტურობის გამო, დადგმული სიმძლავრის დაახლოებით 38-40% ათვისების კოეფიციენტის მიღწევა იგეგმება. შესაბამისად, ელექტრო ენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება გადააჭარბებს 180 მილიონ კილოვატ საათს.

აჯამეთის ქარის ელექტრო სადგურის საპროექტო ტერიტორია ქუთაისისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების სოფელ აჯამეთთან, როდინაულსა და ჭინჭარაულთან მიმდებარედ არის განთავსებული, სადაც დაგეგმილია დაახლოებით 36-38% დადგმული სიმძლავრის ათვისების კოეფიციენტის მიღწევა. შესაბამისად, საშუალო წლიური გამომუშავება გადააჭარბებს 175 მილიონ კილოვატ საათს, რაც ყოველწლიურად სასათბურე აირების გაფრქვევის 36 ტონით შემცირების ექვივალენტია.

რაც შეეხება მესამე - ტორტიზას ქარის ელექტრო სადგურის პროექტს, მისი ტერიტორია მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის, ახალშენის, ტორტიზას და შავშვების მიმდებარედ. ტორტიზაში დაახლოებით 40-42% დადგმული სიმძლავრის ათვისების კოეფიციენტის მიღწევაა დაგეგმილი. საშუალო წლიური გამომუშავება გადააჭარბებს 190 მილიონ კილოვატ საათს.

საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმების თანახმად, სამივე პროექტის ფარგლებში კვლევითი სამუშაოების დასრულება 2026 წელს, ხოლო ელექტროსადგურების მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება 2029 წლამდე არის დაგეგმილი.

$100M+

ჯამური საინვესტიციო პორტფელი

2,000+

დასაქმებული ჰოლდინგის კომპანიებში

3+

სტრატეგიული სექტორი

კომპანიები

ᲡᲐᲘᲜᲕᲔᲡᲢᲘᲪᲘᲝ ᲞᲝᲠᲢᲤᲔᲚᲘ