სექტორის განვითარების ხელშესაწყობად ქისთოუნ აგრომ საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია დააარსა. დღეს ასოციაციაში 15 ბაღია გაერთიანებული, რომლებიც უმაღლესი ხარისხის მოცვს აწარმოებს. ქისთოუნ აგრო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მოცვის ბაღს ფლობს, რომელიც 100 ჰექტარ ფართობს მოიცავს.
ასოციაციის მაღალი რეპუტაციის შესანარჩუნებად, ქისთოუნ აგროს შემუშავებული აქვს კონკრეტული სახელმძღვანელო მითითებები, სტანდარტები და პროცედურები, რომლებითაც ასოციაციის წევრი ბაღები ხელმძღვანელობენ. სწორედ ამ სტანდარტებზე დაყრდნობოთ ხდება ასოციაციის წევრი ბაღების ხარისხის მონიტორინგი.
ქისთოუნ აგრო, როგორც ასოციაციის დამფუძნებელი, მიზნად ისახავს ასოციაციის წევრების ძალისხმევის გაერთიანებას, მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და მოცვის უმაღლესი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
ასოციაციაში დაწესებული სტანდარტების დაცვის მონიტორინგი წევრ ბაღებში, წარმოადგენს გარანტს, რომ მოსავლის სეზონზე პროდუქტი ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს მისი ასოციაციის ბრენდის ქვეშ გასაყიდად.