ქისთოუნ ინვესთმენთსი დეველოპერულ სექტორში იწყებს ინვესტირებას

ქისთოუნ ინვესთმენთსი დეველოპერულ სექტორში იწყებს ინვესტირებას

ქისთოუნ დეველოპმენტი 2023 წლიდან საინვესტიციო ჰოლდინგის ახალი მიმართულებაა, რომლის მიზანია საქართველოს უძრავი ქონების პრემიალურ სეგმენტში თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილზე და მოთხოვნებზე მორგებული მულტიფუნქციური პროექტები განვითარება.

კომპანია პირველ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსსა და ბიზნესცენტრს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კრწანისში (მისამართი: ვახტანგ გორგასალის ქუჩა, N73ა) ააშენებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 70 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის მთლიანი სამშენებლო ფართი 110 500 კვ.მ-ია.

„პროექტის მშენებლობის დაწყება 2025 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. მისი განხორციელების ყველა ეტაპზე ჩართულია პროფესიონალთა გუნდი. პროექტის არქიტექტურა ეკუთვნის გიორგი ხმალაძეს (კომპანია ხმალაძე არქიტექტორები), კონსტრუქციული პროექტი დავით ქევანიშვილს (კომპანია ქიუ ენჯინერინგი), საინჟინრო პროექტი კომპანია მეპ თრეიდს, ხოლო, პროექტის კომერციულ მიმართულებას მართავს საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA).

ჩვენ ყურადღებას ვუთმობთ ყველა ნიუანსს, ნაფიქრი გვაქვს ყველა დეტალზე, რასაც აუცილებლად იგრძნობენ ჩვენი მომავალი მობინადრეები. ჩვენ აქტიურად ვემზადებით სრულყოფილი პროექტის შესაქმნელად და გვჯერა, რომ დასრულებისას მისი სახით ძველ თბილისში ახალი მიზიდულობის წერტილი გაჩნდება“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა ლევან ტაბუციძემ.