ინვესტირება საქართველოში

საქართველო — რეგიონული ჰაბი, რომელიც აერთიანებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ფლობს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას, ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას და ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომ საგადასახადო გარემოს.

საქართველოს ეკონომიკა კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებადია. ღია საბაზრო პოლიტიკა და პოლიტიკური მოქნილობა ქმნის ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს. გარდა ამისა, საგადასახადო და მარეგულირებელი სისტემის გამართული სტრუქტურა საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა, ჩამოაყალიბონ სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც კერძო კომპანიებთან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან. იმ სექტორებს შორის, რომლებიც მიმზიდველ საინვესტიციო პერსპექტივას წარმოადგენენ, არის ტურიზმი, აგრარულის სექტორი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ენერგეტიკა, უძრავი ქონება და სხვა.

 

  • უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა: საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გასაყარზე, რაც უზრუნველყოფს წვდომას მთავარ რეგიონულ ბაზრებზე;
  • ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო: ინვესტიციების გამარტივებას ხელს უწყობს ლიბერალური პოლიტიკა და ეფექტური ადმინისტრაციული პროცედურები;
  • მდგრადი და მზარდი ეკონომიკა: სტაბილური ეკონომიკური ზრდა და მდგრადობა მრავალ სექტორში;
  • მაღალკვალიფიციური და ხელმისაწვდომი სამუშაო ძალა: შესაძლებლობა, რომ ინვესტორებმა დაიქირავონ ნიჭიერი პროფესიონალები კონკურენტულ ფასად;
  • თანამედროვე ინფრასტრუქტურა: განვითარებული ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ციფრული ქსელები, რომლებიც სრულად უზრუნველყოფს ბიზნესის ოპერაციებს;
  • ტურიზმისა და დასვენების პოტენციალი: დინამიკურად მზარდი ტურიზმის სექტორი მრავალფეროვან საინვესტივიო შესაძლებლობებს სთავაზობს ინვესტორებს;
  • ბიზნესის კეთების სიმარტივე: გამარტივებული პროცედურები და რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბაზარზე სწრაფი და ეფექტიანი შესვლის შესაძლებლობას.