ქონსთრაქშენ სერვისი

ქონსთრაქშენ სერვისის მიმდინარე პროექტია ჩინური კომპანიის China Road and Bridge Construction-თან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისი სამუშაოების წარმოება. აღნიშნული ხელშეკრულება მოიცავს E60 საავტომობილო გზის F3 – უბისა - შორაპნის მონაკვეთზე მდებარე ხიდებისთვის საჭირო ლითონის კონსტრუქციების დამზადებასა და მონტაჟს. 

კომპანიის შესახებ

სამშენებლო კომპანია შპს ქონსთრაქშენ სერვისი 2015 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია ორი ტიპის - ლითონისა და რკინა - ბეტონის კონსტრუქციების გადამამუშავებელ საწარმოს და 200-ზე მეტ სხვდასხვა ტიპის სამშენებლო და სამონტაჟო ტექნიკას ფლობს.

ქონსთრაქშენ სერვისის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ლითონის ნაწარმისა და ლითონის კონსტრუქციების წარმოება, საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების რეაბილიტაცია და მშენებლობა, საფეხმავლო ხიდების, ასევე, სამეწარმეო მშენებლობა, ჰიდროელექტროსადგურებისთვის კონსტრუქციების წარმოება.

ქონსთრაქშენ სერვისი საკუთრებაში არსებული, რუსთავში მდებარე ქარხანა აღჭურვილია ევროსტანდარტების  შესაბამისი უახლესი ციფრული ტექნიკით. ამჟამად კომპანიაში 400-მდე ადამიანია დასაქმებული. 

2021 წლიდან დღემდე ქონსთრაქშენ სერვისის ბალანსზე $150 მილიონზე მეტი ღირებულების მიმდინარე და დასრულებული პროექტებია. მომსახურებასა და პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია მუდმივად მიმართავს კაპიტალის ინვესტირებას.

ქონსთრაქშენ სერვის პირველი ქართული ორგანიზაციაა, რომელმაც წარმოების სფეროში EN და ISO ნორმები დანერგა. კომპანია ამჟამად ოთხ ISO სერთიფიკატს ფლობს: ISO 9001, ISO 1090-2, EN ISO 3834 და EN ISO 14731

ქონსთრაქშენ სერვისი მიზნად ისახავს საქმიანობა გააფართოოს, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

$100M+

ჯამური საინვესტიციო პორტფელი

2,000+

დასაქმებული ჰოლდინგის კომპანიებში

3+

სტრატეგიული სექტორი

კომპანიები

ᲡᲐᲘᲜᲕᲔᲡᲢᲘᲪᲘᲝ ᲞᲝᲠᲢᲤᲔᲚᲘ