ქისთოუნ დეველოპმენტი

ქისთოუნ დეველოპმენტი 2023 წლიდან საინვესტიციო ჰოლდინგის ახალი მიმართულებაა. კომპანია პირველი მასშტაბური პრემიალური ხაზის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსით ბაზარზე 2025 წლის შემოდგომაზე წარსდგება. პროექტის დასრულების შემდგომ, ქალაქს გამორჩეული არქიტექტურის მქონე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი შეემატება და მისი სახით ძველ თბილისში აუცილებლად გაჩნდება მიზიდულობის ახალი, განსაკუთრებული წერტილი.

კომპანიის შესახებ

ქისთოუნ დეველოპმენტი საცხოვრებელ კომპლექსს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კრწანისში (მისამართი: ვახტანგ გორგასალის ქუჩა, N73ა) ააშენებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 70 მლნ აშშ. დოლარს შეადგენს. პროექტის მთლიანი სამშენებლო ფართი 110 500 კვ.მ-ა. კომპლექსი მოიცავს 3 საცხოვრებელ ბლოკსა და ბიზნესცენტრს. ის თავის თავში აერთიანებს თანამედროვე ადამიანის კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა ელემენტს და რაც მთავარია, 1 ჰექტარამდე ზომის პარკს სპორტული და მოსასვენებელი სივრცეებით.

ქისთოუნ დეველოპმენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პროექტის ესთეტიკურ მხარეს. აღსანიშნავია, რომ შენობების არქიტექტურული პროექტი ეკუთვნის ცნობილ ქართველ არქიტექტორს გიორგი ხმალაძეს.

პროექტის განხორციელების თითოეული ეტაპი იმართება მაქსიმალური ფოკუსით ხარისხზე და სამშენებლო სტანდარტების სრულ დაცვაზე. სწორედ ამიტომ კომპანიამ პროექტის განხორციელების მიზნით, საუკეთესო საინჟინრო და სამშენებლო გუნდი შეკრიბა. ქისთოუნ დეველოპმენტს ხელმძღვანელობს ლევან ტაბუციძე, რომელსაც დეველოპერულ სექტორში არაერთი მსხვილი პროექტის განხორციელებაში აქვს შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი.

ქისთოუნ დეველოპმენტი მიზნად ისახავს პორტფელის გამორჩეული პროექტებით განვითარებას, ხოლო, მათი განხორციელების პროცესში დაეყრდნობა მთავარ ღირებულებებს: დეტალებზე ორიენტაციას, მაღალი ხარისხსა და დანაპირების დროულად შესრულებას.

 

$100M+

ჯამური საინვესტიციო პორტფელი

2,000+

დასაქმებული ჰოლდინგის კომპანიებში

3+

სტრატეგიული სექტორი

კომპანიები

ᲡᲐᲘᲜᲕᲔᲡᲢᲘᲪᲘᲝ ᲞᲝᲠᲢᲤᲔᲚᲘ