ქისთოუნ ინვესთმენთსმა კომპანია ზედაზენში ინვესტირება დაასრულა

ქისთოუნ ინვესთმენთსმა კომპანია ზედაზენში ინვესტირება დაასრულა

ქისთოუნ ინვესთმენთსმა წარმატებით დაასრულა  უალკოჰოლო სასმელებისა და ლუდის მწარმოებელ კომპანია ზედაზენში ინვესტირების ეტაპი. ინვესტიცია განხორციელდა 2018 წელს და მიზნად ისახავდა, როგორც ფინანსურ მხარდაჭერას, ისე კომპანიის სტრატეგიული განვითარების ხელშეწყობას.

ჩვენი ჩართულობის პერიოდში კომპანიამ განახორციელა ტექნოლოგიური განახლებები, გააფართოვა პროდუქციის ხაზები და გააძლიერა საკუთარი პოზიციები როგორც ადგილობრივ, ისე ექსპორტის ბაზრებზე.

2023 წელს, ქისთოუნ ინვესთმენთსმა წარმატებით გაასხვისა თავისი წილი სტრატეგიულ ინვესტორზე, რითაც დაასრულა პროექტიდან გამოსვლის პროცესი.