ქისთოუნ ინვესთმენთსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. საინვესტიციო ჰოლდინგი ქისთოუნ ინვესთმენთსი 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ჰოლდინგი ორიენტირებულია კაპიტალი დააბანდოს მდგრადი განვითარების პოტენციალის მქონე ბიზნესებში, რაც უზრუნველყოფს რეალური ეკონომიკური ღირებულების შექმნას გრძელვადიან ჭრილში როგორც კომპანიისთვის, ისე ქვეყნისთვის.
„გვიხარია რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა ასეთი მძლავრი კომპანია, დიდი გამოცდილებითა და სტრატეგიული ხედვებით. ჩვენი ამოცანაა წევრებთან ერთად უკეთ წარმოვაჩინოთ ბიზნეს სექტორში არსებული გამოწვევები და ერთობლივად შევიმუშაოთ მათი გადაწყვეტის გზები. მივესალმებით ქისთოუნ ინვესთმენთს და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.